ევროპარლამენტმა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის მოთხოვნა დაამტკიცა და პლენარული სესიების დღის წესრიგში, დებატების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობის საკითხის განხილვა შეიტანა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ბოჰდან ჟონცამ PAP-ის კომენტარში განაცხადა.
კენჭისყრისას რეზოლუციის დებატებში ჩართვას, მხარი 201-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 99, ხოლო 61-მა თავი შეიკავა.
„მოხარული ვართ, რომ დისკუსია გაიმართება და ნოემბერში ხმას მივცემთ ამ რეზოლუციას, რომელიც წარმოაჩენს რეალურ ურთიერთობას რუსეთსა და ევროკავშირს შორის და აჩვენებს პუტინისა და მისი გარემოცვის ბარბაროსობას,“ - აღნიშნა ჟონცამ.
რეზოლუციის განხილვა და კენჭისყრა ევროპარლამენტში 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.
მოგეხსენებათ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, ხოლო ესტონეთში შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგა.