სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 75 500 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.427 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.346 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.