უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა

უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიარა.

უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობს.

287-მა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციის პროექტს.

საუბარია „უკრაინის უმაღლესი რადას განცხადების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული იჩქერიის (ჩეჩნეთის რესპუბლიკის) აღიარებისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ“.

იჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით - ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან - საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან - სტავროპოლის მხარე. მისი ფართობი: 19 300 კვ. კმ-ს შეადგენს.