„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს 3 კანდიდატს უჭერს.
"ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია.
რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.