"19 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7627 ლარი ეღირება, ევრო – 2.7141 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1125 ლარი", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7645 ლარი ღირდა, ევრო – 2.6946 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1120 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 ოქტომბრისთვის ამოქმედდება.