უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემი მის სივრცეში წარმატებით ინტეგრირდა.
„მას აქვს კარგი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიიდან მივიღებთ მეტ IRIS-T ტიპის სისტემას. გარდა ამისა, ველოდებით NASAMS-ს, რომელიც ასევე გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იჰნატმა.
12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა უკრაინაში ჩავიდა.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.