გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ს გერმანიის შს სამინისტროს სპიკერმა განუცხადა.
თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან.
„რუსულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციის“ კვალდაკვალ, ბრალდებებმა არნე შონბომის, როგორც გერმანიის კიბერუსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს პრეზიდენტის, ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის მიმართ“, საზოგადოების საჭირო ნდობა სამუდამოდ დაარღვია“, - განაცხადა სპიკერმა.