სამშაბათს, 18 ოქტომბერს, თურქეთმა მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ფარულად ჩაატარა. სავარაუდოდ, ეს შავ ზღვაში მოხდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება მობილური პლატფორმიდან, საპორტო ქალაქ რიზესთან მდებარე აეროდრომიდან ადგილობრივი დროით 07:00 საათზე განხორციელდა. რაკეტამ დაახლოებით 560 კილომეტრი იფრინა და სინოპის სანაპიროდან ჩამოვარდა.
სააგენტოს ცნობით, თურქეთი რაკეტის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, საიდუმლო პროექტის Typhoon-ის ფარგლებში მუშაობდა.
„თურქული მხარე ტესტირების მონაცემებს არ ამხელს“, - წერს Bloomberg-ი.