ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ბათუმის ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდაა. Europetime-სს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს. ფაქტი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ლე მერიდიანთან” მოხდა.