ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა თანამდებობა დატოვა. ბრავერმანი ამ თანამდებობაზე 43 დღის წინ დაინიშნა.

„ღრმა სინანულით გადავწყვიტე, თანამდებობის დატოვება“, - აცხადებს ბრავერმანი. 

მან განმარტა, რომ კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დოკუმენტი, რაც მთავრობაში მუშაობის წესების დარღვევაა. შსს-ს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ შეცდომას ასახელებს. 

ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ბრავერმანი გენერალურ პროკურორად მუშაობდა.

სუელა ბრავერმანმა შს მინისტრის თანამდებობაზე 43 დღე იმუშავა, სულ რაღაც ხუთი დღით მეტი, ვიდრე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კვაზი კვარტენგმა.

მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, შს მინისტრის პოსტს გრანტ ჩაპი დაიკავებს.