თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ჯაბა სამუშია აირჩიეს

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. სამუშია ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

სტუდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი გარკვეული „კლანის" მიერ იმართება, ხოლო ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნა აბსოლუტურად მიუღებელია

შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე თანამდებობა 7 ოქტომბერს დატოვა.


ცნობისთვის, ჯაბა სამუშიამ 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School.

ჯაბა სამუშია 1994 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.