თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.