ნავალნი პუტინზე: იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს

"მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს", განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსე ნავალნიმ ვიდეომიმართვაში.

„ერთი წუთის წინ გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. მომიყვანეს აქ, სადაც სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.

რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციის განყოფილებაში? რატომ არავის შეატყობინეს? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და სანაგვეზე მოისროლეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.

ის აეროპორტში დააკავეს.

ამ წუთებში, ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო.