ფინეთის პარლამენტმა, რუსეთის საზღვარზე დამცავი ღობის აშენებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს, საპარლამენტო პარტიებმა, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე დამცავი ღობის აშენების უფლება მიანიჭეს.

ფინეთის პარლამენტში ამ პროექტს, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პროცესი დააჩქარეს ოპოზიციურმა პარტიებმა - "ცენტრმა", "ნამდვილმა ფინელებმა" და "ქრისტიან-დემოკრატებმა". 

დამცავი ღობის მშენებლობას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. პროექტი ასობით მილიონი ევრო ღირს. დამცაბი ღობე, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის დაახლოებით 10-20%-ს მოიცავს.

სასაზღვრო დაცვა მზადაა, პროექტის პილოტის განხორციელება სწრაფი ტემპით დაიწყოს და 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. 

მთავრობის განცხადებით, რუსეთთან საზღვარზე დამცავი ღობე, პირველ რიგში, ფინეთის საზღვრის შესაძლო მასობრივი უკანონო გადაკვეთის გასაკონტროლებლადაა აუცილებელი.