ისრაელი Pfizer-ს დამატებითი დოზების სანაცვლოდ ვაქცინირებული მოსახლეობის სამედიცინო მონაცემებს გაუზიარებს
ისრაელმა შეთანხმებას მიაღწია ვაქცინის მწარმოებელ კომპანია Pfizer-BioNTech -თან, რომლითაც ქვეყანა პრეპარატის დოზებს მიიღებს, ხოლო სანაცვლოდ კომპანიას, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის, სადაც ვაქცინაციის პროცესის შედეგები იქნება განხილული.
Pfizer-BioNTech -თან, რომლითაც ქვეყანა პრეპარატის დოზებს მიიღებს, ხოლო სანაცვლოდ კომპანიას,
ბენიამინ ნათანიაჰუმ, AP News-თან განაცხადა, რომ ისრაელმა და ვაქცინის მწარმოებელმა შეთანხმებას მიაღწიეს.
„ისრაელი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-სა და მსოფლიოს გაუზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლაში“, - აცხადებს პრემიერი ინტერვიუში.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გაზიარებული მონაცემები გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ვაქცინას - ქვეყანაში ავადობის მაჩვენებლის ცვლილებას, ასევე არის, თუ არა ქვეყანა მზად, რომ განაგრძოს ეკონომიკური აქტივობები და არის თუ არა ეფექტური აცრები, კორონავირუსთან ბრძოლაში.
Pfizer-ი მონაცემების სანაცვლოდ, ისრაელს უზრუნველყოფს პრეპარატის დოზების უწყვეტი ნაკადით.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გადაიხდის ქვეყანა დამატებითი დოზებისთვის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეთანხმებით ორი მხარე კმაყოფილია.
ისრაელი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ეფექტურად ახორციელებს ვაქცინაციას, ცხრა მილიონიანი მოსახლებოდიდან ქვეყანაში ვაქცინა თითქმის მესამედმა გაიკეთა.