ტოივო კლაარი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

„საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზითა და ფორმით გამოხატა ინტერესი, რომ ჩართულიყო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება", - ამბობს კლაარი და განმარტავს, რომ სჯერა, საქართველოს შესაძლებლობის, შეუწყოს [მეზობლებს] ხელი ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება.

მისივე თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. 

„საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს კლაარი. 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმ რისკებსა და გავლენებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს მეზობელ სომხეთსა აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო ექმნება. 

„ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც", - განმარტავს დიპლომატი.