თურქმენეთი და უზბეკეთი სტრატეგიული პარტნიორობას აღრმავებენ

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

გარდა ამისა, ხელი მოეწერა უამრავ დოკუმენტს ორი ქვეყნის მთავრობების, სამინისტროებისა და დეპარტამენტების დონეზე, რომლებიც ითვალისწინებს უზბეკეთ-თურქმენეთის თანამშრომლობის გაფართოებას. მათ შორის მხარეებმა წარმოადგინეს  2022-2024 წლების პრაქტიკული მოქმედებების გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის, რომლიც მიზანიცაა მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის, საპარლამენტთაშორისო, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის გააქტიურება. 

 

ასევე მხარეები, ელექტროენერგიის, საბაჟო, ვეტერინარული მედიცინისა და მეცხოველეობის, კინემატოგრაფიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.