თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანში ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტი აზერბაიჯანისა და მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლის მომტანი იქნება.
ქალაქი ზანგილანი, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის საზღვრებთან მდებარებს და მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ ტერიტორიაზე კონტროლი აზერბაიჯანმა, სომხეთთან 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ დაამყარა.
ზანგილანის აეროპორტი 2021 წლის 26 აპრილს დაიგეგმა, პირველი ტექნიკური რეისი აეროპორტამდე, სამგზავრო თვითმფრინავით 9 სექტემბერს განხორციელდა.
აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3 კმ სიგრძისა და 60 მეტრი სიგანისაა. მისი ტერმინალი საათში 200 მგზავრსა და 8 თვითმფრინავს მოემსახურება.
მანამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში, ფიზულში პირველი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.