ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები

„მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ეს მნიშვნელოვანი გზაა ინვესტორების მოსაზიდად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით

ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტია

ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.

შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით.

ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა - ეს უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, - განუცხადა ელჩმა მედიას.