"ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება" , ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.
„მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაინერი.
ამასთანავე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, „ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებასაც ელოდებიან“.
„ჩვენ ასევე ველით ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმის დეტალურ და დამოუკიდებელ გამოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – აცხადებს ევროკომისარი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსეი ნავანლი მოსკოვში ჩავიდა და ის აეროპორტში დააკავეს.
დღეს ხიმკის სასამართლოში ნავალნის სასამართლო პროცესი დაიწყო.