თეთრი სახლი და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების განთავსებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსთან წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.
CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ეძებს საშუალებებს, თუ როგორ დაეხმაროს საპროტესტო მოძრაობას ირანში, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი.
ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.