ყასიმ ჟომართ თოყაევი: სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, მიმართული იქნება სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესების სახელით, რეალური მიზნების მიღწევაზე. მისი არსი მდგომარეობს არა ეკონომიკური ზრდის აბსტრაქტული ფიგურების ძიებაში, არამედ მოქალაქეთა თვითრეალიზაციისთვის ფართო შესაძლებლობებისა და თანაბარი პირობების შექმნაში. ყველა თანამემამულეს ცხოვრების ხარისხი სტაბილურად უნდა გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სამართლიანი ყაზახეთის ეკონომიკაში, ფავორიტიზმს ადგილი არ ექნება. 

თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა გაგრძელდება.  

„კანონი და წესრიგი გახდება სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობის გაზრდის ძირითადი ფაქტორი. ხალხი არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარი ძრავა.

შესაბამისად, გავზრდით სტრატეგიულ ინვესტიციებს ადამიანურ პოტენციალში და ყველანაირად მხარს დავუჭერთ ჩვენს ახალგაზრდობას და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გადავაყენოთ მთელი ღირებულებითი სისტემა და ჩამოვაყალიბოთ ერში ახალი თვისებები“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.