- ესპანეთი, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს, 14 მოიერიშე თვითმფრინავით გააძლიერებს
ესპანეთმა შაბათს განაცხადა, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში 14 მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთის მიზანია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდი 6 Eurofighter-სა და 130 სამხედროს, ბულგარეთში ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაგზავნის.
ამასთან, რვა F18M გამანადგურებელი თვითმფრინავი და 130 საჰაერო ძალების პერსონალი, რუმინეთში 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, (როგორც NATO-ს „პასუხის და შეკავების“ სტრატეგიის ნაწილი) განლაგდება.
ესპანეთი ასევე გააძლიერებს საჰაერო ძალების მისიებს, რომელიც "საჰაერო ფარის" ნაწილია. ქვეყანამ უკვე გაუგზავნა 12 მოიერიშე თვითმფრინავი NATO-ს აღმოსავლეთ წევრებს ბულგარეთს, ლიეტუვასა და ესტონეთს მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ თვეში ესპანეთი ბულგარეთში 8 საბრძოლო თვითმფრინავს გაგზავნის.