23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე, ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 

მან ფინალში ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობაში და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „WEEST“-(ი)ს გამოსახულება

გიორგი ელბაქიძე