თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. ამის შესახებ მგზავრები ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ის უვნებლად ამოიყვანეს, მანამდე, მგზავრებს ვაგონების დაცლისკენ მოუწოდეს.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ, ამიტომ, მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თავის მხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.