ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ელფოსტის სერვერი, რომელიც მის ერთ-ერთ შვილობილი კომპანიას ეკუთვნის, უცხო ქვეყნიდან შეტევის შედეგად არის გატეხილი. იტყობინება კვირას სახელმწიფო მედია. მისივე განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში განათავსეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანული ჰაკერული ჯგუფი - Black Reward, 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმუქრებოდა, რომ 24 საათში გაავრცელებდა ჰაკერულ ინფორმაციას, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და არეულობის დროს დაკავებულ ადამიანებს.