უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენების თაობაზე რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ, კულებამ აღნიშნა, რომ რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ.
„რუსული ტყუილი უკრაინაზე, თითქოსდა გეგმავს „ბინძური ბომბის" გამოყენებას, ისეთივე აბსურდულია, რამდენადაც საშიში. ჯერ ერთი, უკრაინა არის NPT-ის ერთგული წევრი: ჩვენ არც „ბინძური ბომბი" გვაქვს და არც რაიმეს შეძენას ვგეგმავთ. მეორეც, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.