უკრაინის მიწისქვეშა გაზსაწყობებში არის დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მეორე კვირაა, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ, მაგრამ ენერგოსისტემის გატეხვა მაინც ვერ შეძლეს.
„მიუხედავად დაბომბვისა, უკრაინაში გათბობის სეზონი დაიწყო,. გათბობა უკვე მიეწოდება ქალაქების უმეტესობას. ჩვენ ამჟამად გვაქვს დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩვენს გაზის საცავებში, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
„ენერგეტიკის მუშაკები მუშაობენ 24/7-ზე. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა, რათა სარემონტო სამუშაო დაჩქარდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ელექტროენერგიის დაზოგვა", - განაცხადა შმიგალმა.
რუსეთმა 10-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დააზიანა 400-ზე მეტი ობიექტი უკრაინის 16 რეგიონში, მათ შორის არის ათობით ენერგეტიკული ობიექტი.