ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა.
ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება.
ამგვარად, განხორციელდება მილსადენების შეკეთება, კათოდური დაცვა, მილსადენების საფარის განახლება, სადგურის განახლება ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ქალაქ ბაზარგანში.
შეგახსენებთ, რომ ირანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი დღეში საშუალოდ 30 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ირანს ექსპორტზე ქვეყანაში წარმოებული გაზის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 6%-ი გააქვს.
ირანი ყოველდღიურად 900 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აწარმოებს.