მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
- ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს
- ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართვის საკითხი განიხლოს
ამასთან, ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.
„ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია. აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი.
ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.