უკრაინა მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას აპირებს

უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მათ შორის ევროპული და საერთაშორისო სამხედრო ტექნოლოგიების დახმარებით.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ორშაბათს, 24 ოქტომბერს, ბერლინში მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

„ჩვენს კონტინენტზე არცერთ არმიას არ აქვს ისეთი გამოცდილება, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს. ეს არის უწყვეტი, თითქმის ცხრაწლიანი ომის გამოცდილება. უკრაინა მიზნად ისახავს, შექმნას მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, მათ შორის, ევროპული და მსოფლიო სამხედრო ტექნოლოგიების საშუალებით“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ამ პროექტის ნაწილი იქნებიან ევროპული კომპანიები, რომლებიც სპეციალიზირებულნია არიან იარაღის წარმოებაში.