NATO-ს წევრი რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ვასილე დინკუ თანამდებობიდან გადადგა. მანამდე ის უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩემი ჟესტი (გადადგომა) გამომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, არმიის მთავარსარდალთან“, - განაცხადა დინკუმ.
ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდებოდა საერთაშორისო მოკავშირეები რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიების და მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებისთვის, რამაც გამოიწვია პრეზიდენტი კლაუს იოჰანისისა და მმართველი კოალიციის ლიდერების კრიტიკა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი კომენტარები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.