აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს იმ ანტიამერიკულ განცხადებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში საქართველოდან ესმით სტრატეგიულ პარტნიორებს.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან.
ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის ზოგიერთმა ქმედებამ, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკან დახევამ უკუსვლები გამოიწვია; მათ გამოიწვიეს უკუსვლები საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებებისთვის და უფრო ფართოდ - ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
ამ ქმედებების გამო, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზაცია თქვენს საზოგადოებაში, ნაცვლად გაერთიანებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო, პოლარიზაციის ისეთი ხარისხია, რომელიც არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად საჭირო რეფორმები განახორციელოს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში/რეგიონში, დამატებით, ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს.
ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.