უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„მივესალმები აშშ-ის გამოკვეთილ პოზიციას, რომელიც პროვოკაციებისა და შანტაჟთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობით გამოხატა. ასევე განვიხილეთ აშშ-ის შემდეგი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი. დეტალები მოგვიანებით“, - წერს რეზნიკოვი.
პენტაგონს სატელეფონო საუბრის დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 14 ოქტომბერს გამოაცხადა, მისმა მოცულობამ $725 მილიონი შეადგინა.
აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ უკრაინისთვის $18,3 მილიარდს მიაღწია.