უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, - გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა.
უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.