აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს იმ ანტიამერიკულ განცხადებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში საქართველოდან ესმით სტრატეგიულ პარტნიორებს.
ნედ პრაისის თქმით, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს.
ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.