რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია

ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. 

BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.

Rishi Sunak

„ერთად ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს. მე ქვეყნის საჭიროებებს პოლიტიკაზე მაღლა დავაყენებ, - აღნიშნა სუნაკმა.

 ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა.

ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.