პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა.
„ახლა ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა. ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას“, - განაცხადა რიში სუნაკმა.
ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.