უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თავშესაფარში გადასვლა მოუწია.
ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი მედიასთან საუბრობდა რა დროსაც საჰაერო განგაშის ხმა გაისმა.
ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.