ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ყოველთვიურად გამოყოფას, რაც მთელი წლის განმავლობაში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ოქტომბერს განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას ყოველთვიურად დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება მიმდინარე ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დღეს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციას €350 მილიარდი დასჭირდება.