ნოვრეგიაში, ტრომსეში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
კაცი ამტკიცებს, რომ ტრომსეს უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა.
„ჩვენ მოვითხოვეთ ტრომსეს უნივერსიტეტის ბრაზილიელი მკვლევრის გაძევება ნორვეგიიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ ის საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს“, - განუცხადა პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰედვიგ მოემ საზოგადოებრივ მაუწყებელს NRK-ს.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირით არის დაკავებული. ხსენებული პერიოდის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი დეპორტაცია. რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.