წვრთნების - Steadfast Noon მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა.
„ჩვენი სწავლება Steadfast Noon დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ეს რუტინული წვრთნებია. ეს არის წვრთნები, რომლებსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არასწორ სიგნალს გავაგზავნიდით, თუ მას მოულოდნელად გავაუქმებდით.
ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. წვრთნების მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. შეკავება კი, კონფლიქტის თავიდან აცილების საშუალებაა.
რუსეთმა იცის, რომ NATO მზად არის უპასუხოს, მათ ასევე იციან, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. და, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, NATO-ს სანდო შემაკავებელი მექანიზმი ინარჩუნებდა მშვიდობას. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაგრძელებთ ამ მექანიზმის უზრუნველყოფას 24/7-ზე, ყოველდღე, ყოველი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.