რუსეთის და ბელორუსის ელჩები ნობელის პრემიის წლევანდელ ცერემონიას ვერ დაესწრებიან.
ამის შესახებ ნობელის ფონდმა განაცხადა.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ნობელის ფონდმა არჩია, არ მოიწვიონ რუსეთისა და ბელორუსის ელჩები სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.