პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა (პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას „ტერორისტულ რეჟიმად“ აღიარებს.

რეზოლუციას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიღებულ დოკუმენტში პოლონეთი „მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკი ომი წამოიწყეს უკრაინასთან, სურდათ სუვერენული ქვეყნის პირიდან მოსპობა და მისი ერის განადგურება. აღნიშნულია, რომ უკრაინა დღეს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

ამასთან, რეზოლუციის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მოსახლეობას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით.

უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.