ირანმა, ევროკავშირთან დაკავშირებულ რვა ორგანიზაციასა და 12 ფიზიკურ პირს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ბრიუსელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების საპასუხოდ, სანქციები დაუწესა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებსა და ორგანიზაციებს ბრალად ედებათ „საქმიანობების განხორციელება, რამაც გამოიწვია არეულობები, ძალადობა და ტერორისტული აქტები ირანელი ხალხის წინააღმდეგ“.
თეირანის სანქციების სიაშია შემდეგი ორგანიზაციები: „თავისუფალი ირანის მეგობრები“ და მისი წევრები ევროპარლამენტში, „რასიზმისა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის ასოციაცია“.
ირანის სანქციების სიაში მოხვდნენ ევროპარლამენტარები: ჩარლი ვაიმერსი, იან ზაგრადილი, ჰელმუტ გოიკინგი და ჰერმან ტერჩი, ასევე გერმანული სახელმწიფო მედია Deutsche Welle, სპარსული და ფრანგული რადიო France Internationale.
ყველა ჩამოთვლილი პირი, ირანის ვიზის აღებას ვერ შეძლებს და მათ ქონებას ირანში ჩამოართმევენ.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ირანის 11 მოქალაქესა და 4 ორგანიზაციას. მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.