ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იცხაკ ჰერცოგს უმასპინძლა.
როგორც ისრაელის პრეზიდენტი განმარტავს, ისაუბრეს ლიბანთან საზღვაო საზღვრის შეთანხმებაზე, რომელსაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი.