აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაუწესა.

  • შტატების ახალი ზომები ამოქმედებულია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დარბევისთვის. თვეზე მეტია, ირანში მართავენ ანტისამთავრობო აქციებს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალი თანამდებობის პირებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეეხო.

სანქცირებულები არიან ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი წარმომადგენელი, ასევე, რავინის აკადემია. აშშ-ის ცნობით, ხსენებულ ორგანიზაციაში ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება.