ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია.
მედიის ცნობით, აეროპორტში მას ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, ასევე, დაგემილია აუდიენცია ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებთან.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყაასიმ-ჟომართ თოყაევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაეცნენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე წყალბადის წარმოებისა და განაწილების ცენტრის მშენებლობას მანგისტაუს რეგიონში.
Svevind Group-ის ინვესტორი მწვანე წყალბადის წარმოების აშენებას მანგისტაუს რეგიონში გეგმავს, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2 მილიონი ტონა იქნება.
პროექტი მოიცავს 255,000 კუბური მეტრი სიმძლავრის გამწმენდი ქარხნის მშენებლობას და ექსპლუატაციას. ასევე - 40 გვტ განახლებადი ენერგიის წყაროებს (მზის და ქარის ელექტროსადგურები) და ელექტროლიტური წყლის წარმოებას 20 გვტ-მდე ექსპორტისთვის და შიდა მოხმარებისთვის.