პოლონეთს სურს, უკრაინას აეროპორტების რეკონსტრუქციაში დაეხმაროს და ასევე მზად არის, გააფართოოს სარკინიგზო კავშირები ორ ქვეყანას შორის. ამის შესახებ უკრაინული მედია ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ვარშავას შეუძლია, კიევს საექსპერტო საკონსულტაციო მომსახურება შესთავაზოს.
„ჩვენ ვხედავთ უამრავ შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში“,- აცხადებს პოლონური მხარე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში თანამშრომლობის გაღრმავება და მასთან დაკავშირებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გადახედვის საკითხი.