ევროპაში გაზის საბირჟო ფასი ეცემა. ერთ დღეში ცვლილებამ კიდევ 1% შეადგინა , რასაც ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები ადასტურებს.
ნოემბრის ფიუჩერსებზე (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა ფასის კლებით გაიხსნა და ათას კუბურ მეტრ გაზზე $1020,1 შეადგინა (-5,4%).
2022 წლის მარტის დასაწყისში, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის საფრთხის გამო, ევროპაში, გაზის ფასი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ისტორიულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და ათას კუბურ მეტრზე $3 892 გაუტოლდა.
შემცირებული ფასები, ევროპაში გაზის გადაჭარბებულ მარაგზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, ევროპას უბრალოდ არ სჭირდება ამდენი გაზი.
25 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროპაში, მიწისქვეშა გაზის საწყობებში მარაგმა თითქმის 102 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საცავების მაქსიმალური სიმძლავრე 108 მილიარდი კუბური მეტრია.
ამ დროისთვსი საწყობების დაახლოებით 95% -ია შევსებული. (2021 წელს ზამთრის წინა სტრატეგიული რეზერვი არსებული მოცულობის 80%-ს შეადგენდა).